"უკრაინამ რუსეთიდან 53 ბავშვის დაბრუნება შეძლო" - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის ვიცე-პრემიერი? - კვირის პალიტრა

"უკრაინამ რუსეთიდან 53 ბავშვის დაბრუნება შეძლო" - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის ვიცე-პრემიერი?

უკრაინამ რუსეთიდან 53 ბავშვის დაბრუნება შეძლო - ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

მისი თქმით, კიევი ამჟამად რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გატაცებული და დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების ე.წ გაშვილებასთან დაკავშირებით სარჩელებს ამზადებს.

უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებით, მშობლებს, ნათესავებსა თუ ნაცნობებს შეუძლიათ რეინტეგრაციის სამინისტროს მიერ შექმნილ ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ, რათა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გატაცების შესახებ შეატყობინონ.

"ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვიღებთ ინფორმაციას, აღვრიცხავთ და თუ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკრაინელ ბავშვს აღმოვაჩენთ, ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაბრუნებლად",- დასძნა ვერეშჩუკმა.

"ინტერპრესნიუსი"