"თურ­ქეთ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ ორი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა" - რა ინფორმაციას ავრცელებს თურქული მედია? - კვირის პალიტრა

"თურ­ქეთ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ ორი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა" - რა ინფორმაციას ავრცელებს თურქული მედია?

თურ­ქეთ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ ორი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა და შემ­დეგ თავი მო­იკ­ლა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცის "ბა­თუ­მე­ლე­ბი" ავ­რცე­ლებს. გა­მო­ცე­მა თურ­ქულ მე­დი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ შემ­თხვე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­თან ახ­ლოს, არ­ჰა­ვის რა­ი­ონ­ში მოხ­და. კაც­მა მას შემ­დეგ მო­იკ­ლა თავი, რაც სარ­ფის სა­ზღვრის გად­მოკ­ვე­თას აპი­რებ­და და პო­ლი­ცი­ამ მისი და­კა­ვე­ბა სცა­და.

"თავი იმა­ვე ია­რა­ღით მო­იკ­ლა, რი­თაც ქალი და კაცი მოკ­ლა“, – უთხრა "ბა­თუ­მე­ლებს“ თურ­ქმა ჟურ­ნა­ლის­ტმა, რო­მე­ლიც ქე­მალ­ფა­შა­ში მუ­შა­ობს.

"არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ, რო­მე­ლიც ვი­ნა­ო­ბაც ამ დრომ­დე და­უდ­გე­ნე­ლია, სახ­ლში, სა­დაც ორ ადა­მი­ან­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზით ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით ორი მო­ქა­ლა­ქე მოკ­ლა. მოკ­ლულ­თა­გან ერთი ქა­ლია“, – წერს თურ­ქუ­ლი მე­დია.

მომ­ხდარ ფაქ­ტზე თურ­ქე­თის პო­ლი­ცი­ამ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.