"უფრო სწრაფად განვითარდა მოვლენები, ვიდრე წარმოვიდგენდით - აშშ-ის საელჩომ ფაქტობრივად საჯაროდ აღიარა, რომ იყო და არის კოორდინაციაში ანტისახელმწიფოებრივ პროცესებთან" - კვირის პალიტრა

"უფრო სწრაფად განვითარდა მოვლენები, ვიდრე წარმოვიდგენდით - აშშ-ის საელჩომ ფაქტობრივად საჯაროდ აღიარა, რომ იყო და არის კოორდინაციაში ანტისახელმწიფოებრივ პროცესებთან"

უფრო სწრაფად განვითარდა მოვლენები, ვიდრე ჩვენ წარმოვიდგენდით - საელჩომ ფაქტობრივად საჯაროდ აღიარა, რომ იყო და არის კოორდინაციაში ანტისახელმწიფოებრივ პროცესებთან, - ამის შესახებ “ქართული ოცნებიდან” წასულმა დეპუტატმა, მოძრაობა “ხალხის ძალის” წარმომადგენელმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „აშშ-ის საელჩო აქამდე ფორმალურად მაინც ინარჩუნებდა ნეიტრალური არბიტრის როლს და ისე მოქმედებდა, ახლა კი ის გახდა მხარე თავისი განცხადებებით, სადაც საზოგადოების ინტერესებს ეწინააღმდეგება”.

„საელჩომ ღიად, საჯაროდ დააფიქსირა მხარდაჭერა იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც საზოგადოებას სცენიდან მოუწოდებდნენ, საქართველოს ხელისუფლების უკანონოდ შეცვლა მომხდარიყო. უფრო სწრაფად განვითარდა მოვლენები, ვიდრე ჩვენ წარმოვიდგენდით. ვიცოდით, რომ საელჩოს ვერ ექნებოდა იმ არგუმენტების საწინააღმდეგო, რასაც ვამბობდით, მაგრამ არ გვეგონა, რომ საელჩო აღიარებდა იმას, რომ თავად უწევს და უწევდა კოორდინაციას იმ პროცესებს, რომელიც იყო ანტისახელმწიფოებრივი იმ არასამთავრობო სექტორის მხრიდან, რომლებიც ასევე საჯაროდ მოუწოდებდნენ საზოგადოებას, ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით. როდესაც საელჩო ამბობს, რომ სანდოა ორგანიზაცია, რომლის მიმართ გაყალბებული შედეგები საჯაროდ არის აღიარებული, როდესაც საელჩო იმ რიტორიკით საუბრობს, რა რიტორიკითაც საუბრობს რადიკალური ოპოზიცია - მაგალითად, “გავრილოვის ღამეს” უწოდებს 20 ივნისს და ამ დროს არ მოიხსენიებს ანტისახელმწიფოებრივ პროცესს, რასაც ჰქვია შტურმი საკანონმდებლო ორგანოზე; როდესაც ის საუბრობს ისეთ ბრალდებებით, როგორიცაა “კარუსელი” და რაც არ უხსენებია არცერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას - ესაა საფუძველი იმისა, როდესაც ვამბობთ, რომ საელჩომ ფაქტობრივად საჯაროდ აღიარა, რომ ის იყო და არის კოორდინაციაში ანტისახელმწიფოებრივ პროცესებთან. მაშინ, როდესაც საელჩო მხარს უჭერს არასამთავრობო სექტორს, რომელიც მომხრეა იმისა, რომ საქართველო შევიდეს სამხედრო კონფლიქტში, ბუნებრივია, ვამბობთ, რომ მისია, რაც “ხალხის ძალას” აქვს, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე, წარმატებით სრულდება”,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

IPN