"მე ადამიანი ვარ" - ფინეთის პრემიერმა წვეულებაზე გადაღებული კადრების გავრცელების შემდეგ ბოდიში მოიხადა, სიტყვით გამოსვლისას კი ატირდა - კვირის პალიტრა

"მე ადამიანი ვარ" - ფინეთის პრემიერმა წვეულებაზე გადაღებული კადრების გავრცელების შემდეგ ბოდიში მოიხადა, სიტყვით გამოსვლისას კი ატირდა

ფი­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, სანა მა­რი­ნი წვე­უ­ლე­ბა­ზე მისი გარ­თო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­სა და ფო­ტო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, ბო­დიშს იხ­დის და ამ­ბობს, რომ მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი დე­ტა­ლე­ბი არ უნდა გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი­ყო.

სანა მა­რინ­მა ამ თე­მა­ზე სა­უბ­რის დროს ცრემ­ლე­ბი ვერ შე­ი­კა­ვა.

ფი­ნე­თის პრე­მი­ე­რის თქმით, მას უნდა ჰქონ­დეს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა. "მე ადა­მი­ა­ნი ვარ“ - გა­ნა­ცხა­და მა­რინ­მა სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე და გა­სულ კვი­რა­ზე სა­უბ­რი­სას თქვა, რომ ეს მის­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი კვი­რა იყო.

"ამ მძი­მე პე­რი­ოდ­ში მეც მჭირ­დე­ბა ბედ­ნი­ე­რე­ბა, სიმ­სუ­ბუ­ქე, მხი­ა­რუ­ლე­ბა, რაც ჩანს ფო­ტო­ებ­სა და ვი­დე­ო­ებ­ზე. ერთი სა­მუ­შაო დღეც კი არ გა­მო­მი­ტო­ვე­ბია და მინ­და მჯე­რო­დეს, რომ ხალ­ხი უფრო მე­ტად აფა­სებს იმას, თუ რას ვა­კე­თებ მე სამ­სა­ხურ­ში, ვიდ­რე იმას, თუ რას ვა­კე­თებ თა­ვი­სუ­ფალ დროს“, - თქვა სანა მა­რინ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ერთი და­ვა­ლე­ბაც კი არ და­უ­ტო­ვე­ბია შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი და აკე­თებს თა­ვის საქ­მეს. "მე ვფიქ­რობ უკ­რა­ი­ნა­ზე, ვფიქ­რობ თქვენ­ზე, ჩემს ხალ­ხზე და ვფიქ­რობ ჩემი საქ­მის შეს­რუ­ლე­ბა­ზე“, - თქვა ფი­ნე­თის პრე­მი­ერ­მა.

ნახეთ ვიდეო