"არის განვითარებული მსოფლიო და არის პუტინი... ეს იყო საბედისწერო შეცდომა რუსეთისთვის, ის ამ ომში დამარცხდება" - კვირის პალიტრა

"არის განვითარებული მსოფლიო და არის პუტინი... ეს იყო საბედისწერო შეცდომა რუსეთისთვის, ის ამ ომში დამარცხდება"

თავ­დაც­ვის ექსმი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ ინ­ტერ­ვიუ მის­ცა კონ­ფლიქ­ტო­ლოგ გი­ორ­გი კა­ნაშ­ვილს, რომ­ლის დრო­საც აფხა­ზეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კი­თხებ­ზეც ისა­უბ­რეს. მისი თქმით, კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი­სას სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი რა­ღაც ეტაპ­ზე აღ­მოჩ­ნდა პო­ლი­ტი­კუ­რად გა­უ­ბე­და­ვი და უკან და­ი­ხია იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სას, რა­ზეც არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, ან უფრო ადრე თან­ხმდე­ბო­და თა­ვის პო­ლი­ტი­კურ გუნდთან

ალა­სა­ნი­ამ ისა­უბ­რა უკ­რა­ი­ნა­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზეც.

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"დღეს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, სხვა სუ­რა­თი გვაქვს. უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის ომმა შეც­ვა­ლა მსოფ­ლიო. ეკო­ნო­მი­კურ და სხვა პრობ­ლე­მებ­ზე, რაც ამას მოჰ­ყვა, არ ვი­სა­უბ­რებ, ვი­ტყვი პო­ლი­ტი­კუ­რად: არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მსოფ­ლიო და არის პუ­ტი­ნი. ყვე­ლამ კარ­გად და­ი­ნა­ხა, თუ კი ვინ­მეს ეჭვი ეპა­რე­ბო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით, ევ­რო­პა­ში, რომ ამო­სა­ვა­ლი პუ­ტი­ნის­თვის და პუ­ტი­ნის რუ­სე­თის­თვის არის საბ­ჭო­თა კავ­ში­რის რე­ა­ნი­მა­ცია და აღ­დგე­ნა და არ აქვს აზრი, რო­გო­რი დათ­მო­ბებ­ზეც არ უნდა წახ­ვი­დე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­ში, იმ ამო­ცა­ნის მი­საღ­წე­ვად რუ­სე­თი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს.

ამ ომით მოხ­და პო­ლი­ტი­კის ძირ­ფეს­ვი­ა­ნი შე­მოტ­რი­ა­ლე­ბა, იგი­ვე გერ­მა­ნი­ის დღე­ვან­დე­ლი პო­ლი­ტი­კა კარ­დი­ნა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია იმის­გან, რაც იყო თუნ­დაც ერთი წლის წინ. ეს ცვლი­ლე­ბა მოხ­და. ეს იყო სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მა რუ­სე­თის­თვის, პუ­ტი­ნის­თვის. ის ამ ომში და­მარ­ცხდე­ბა, მაგ­რამ ამას სჭირ­დე­ბა დრო, ეს სწრა­ფად არ მოხ­დე­ბა..

ჩვენ ვართ კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ერთი მხრივ, უნდა ვი­ყოთ ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­როს­თან ერ­თად, სწო­რი მო­რა­ლუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცია გვქონ­დეს, რაც გუ­ლის­ხმობს იმას, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი მხარ­და­ჭე­რა აღ­მო­ვუ­ჩი­ნოთ უკ­რა­ი­ნას. მე­ო­რე მხრივ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ მოხ­დეს კონ­ფლიქ­ტის გა­ნახ­ლე­ბა. ამას სჭირ­დე­ბა ძა­ლი­ან ფრთხი­ლი, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა და სწო­რი დიპ­ლო­მა­ტია. ამას სჭირ­დე­ბა გეგ­მა და სტრა­ტე­გია, რო­მე­ლიც დღეს, რო­გორც ვხე­დავ, არ არის. ეს ხდე­ბა ქა­ო­სუ­რად, ერ­თმა­ნეთ­თან ჭი­დილს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, კრი­ზის­ზე მე­ხან­ძრის პო­ზი­ცი­ი­დან რე­ა­გი­რე­ბის პო­ზი­ცი­ა­ში არი­ან.

ყვე­ლა კრი­ზი­სი აჩენს ახალ სა­შუ­ა­ლე­ბებს, ამ კრი­ზის­მაც რე­ა­ლუ­რად გა­ა­ჩი­ნა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ სწრა­ფად მოხ­დეს ინ­ტეგ­რა­ცია ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ და ევ­რო­პულ სივ­რცე­ში. ამას გა­მო­ყე­ნე­ბა სჭირ­დე­ბა. ამას სჭირ­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად მი­იჩ­ნევს, რომ ხალ­ხის ლე­გი­ტი­მა­ცია აქვს. იმე­დი მაქვს, რომ ადრე თუ გვი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იქ­ნე­ბა, ვი­საც ექ­ნე­ბა მა­ღა­ლი ლე­გი­ტი­მა­ცია სა­კუ­თა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­დან და სწო­რი სტრა­ტე­გი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მო­ხერ­ხდე­ბა სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაც და ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის დაჩ­ქა­რე­ბაც. ამ ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში აფხა­ზე­თის და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბაც უნდა ჩავ­რთოთ სხვა­დას­ხვა ფორ­მით..."

წყარო