ქობულეთში მომხდარი ავარიის დროს ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა - კვირის პალიტრა

ქობულეთში მომხდარი ავარიის დროს ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია.

შემთხვევა ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე, მდინარე კინტრიშთან მოხდა.

ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული.

როგორც “ინტერპრესნიუსს” სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულები ქობულეთის ორ კლინიკაში არიან გადაყვანილი.

მათივე ცნობით, დაშავებულებს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდათ.

"ინტერპრესნიუსი"