რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიე დაბომბეს - კვირის პალიტრა

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიე დაბომბეს

რუსულმა ძალებმა წუხელ ზაპოროჟიეს ინფრასტრუქტურული ობიექტები და რეგიონულ ცენტრი დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ სტარუხზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მტერმა წუხელ მორიგი დარტყმა მიაყენა ზაპოროჟიეს. ოკუპანტები თავს დაესხნენ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს ქალაქის შევჩენკოს რაიონში და რეგინულ ცენტრთან. ამ დროისთვის დაზარალებულების შესახებ მონაცემები ზუსტდება“, - განაცხადა ალექსანდრ სტარუხმა.

უკრაინული მედიის ცნობით, წუხელ საჰაერო განგაშის სიგნალის ხმა უკრაინის რამდენიმე ქალაქში გაისმა. ხარკოვსა და ზაპოროჟიეში კი აფეთქებები მოხდა.

IPN