"საშინელი ამბავი გავიგე, ქართველ პარტიზანებს ერთი მოუკლეს და ხუთი დაუჭრესო. ოღონდ შენ არა-მეთქი... ახლა, ვიდრე დედამისი დაიტირებს, მე ვტირი" - კვირის პალიტრა

"საშინელი ამბავი გავიგე, ქართველ პარტიზანებს ერთი მოუკლეს და ხუთი დაუჭრესო. ოღონდ შენ არა-მეთქი... ახლა, ვიდრე დედამისი დაიტირებს, მე ვტირი"

სამხედრო ფოტოგრაფი, ზაირა მიქატაძე, რო­მე­ლიც აფახ­ზე­თის ომის ვე­ტე­რა­ნია, ახლა უკ­რა­ი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბა, რათა ის­ტო­რი­უ­ლი კად­რე­ბი მომავალ თაობებს შემოუნახოს. ამასთან, ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რად აქ­ვეყ­ნებს ცნო­ბებს ომის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ.

ამ­ჯე­რად მისი პოს­ტი ოკუ­პან­ტებ­თან ბრძო­ლა­ში და­ღუ­პულ ახალ­გაზ­რდა აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ მებ­რძოლს, სა­ადს ეძღვნე­ბა.

"კი­ე­ვი­დან ზა­პო­რო­ჟი­ეს მა­ტა­რე­ბელს გავ­ყე­ვი. ქა­ლაქ დნეპ­რო­ში დი­ლის ხუთ სა­ათ­ზე ჩა­ვე­დი. მარ­კი დამ­ხვდა. მა­ტა­რებ­ლის სად­გურ­ზე ქარ­თველ მებ­რძოლს შევ­ხვდი. ხელი გა­ვუ­წო­დე და გა­მარ­ჯო­ბა ვუ­თხა­რი. ქარ­თვე­ლი ხარო? გა­ო­ცე­ბი­სა და სი­ხა­რუ­ლის­გან თვა­ლე­ბი გა­უ­ფარ­თოვ­და ლა­შას. ქუ­თა­ი­სელ ლაშა აბუ­თი­ძეს. ერთი სა­ა­თამ­დე ვი­ა­რეთ და ერთ- ერთ სო­ფელ­ში შე­ვე­დით. ეზო­ში რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნა აყე­ნია ნიშ­ნით, "ქარ­თვე­ლი პარ­ტი­ზა­ნე­ბი". ბი­ჭე­ბი ყა­ვას მთა­ვა­ზო­ბენ. გა­მი­ახ­ლდა აფხა­ზე­თი. მა­ში­ნაც სწო­რედ ასე იყო...

მალე ოთა­ხი­დან რაზ­მის მე­თა­უ­რი, აფხა­ზე­თის ომის ვე­ტე­რა­ნი, და­ვით ქუქჩიშ­ვი­ლი გა­მო­დის. მე­ო­რე დღეს აქა­უ­რო­ბა უნდა და­ტო­ვონ და ფრონ­ტის ხა­ზის­კენ წა­ვიდ­ნენ. ვიდ­რე გა­ვალთ, ბი­ჭებს ვწერ. აქ სულ ცხრა­ნი არი­ან. მათ შო­რის ჩემი შო­რე­უ­ლი ნა­თე­სა­ვი აღ­მო­ვა­ჩი­ნე. სა­ხელს და გვარს ვერ ვწერ. მე­ო­რე დღეს, წე­სი­სა­მებრ, გა­თე­ნე­ბამ­დე გა­ვე­დით. თით­ქმის მთე­ლი დღე ვიმ­გზავ­რეთ. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გვერ­დით მეჯ­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ბიჭი, რო­მელ­მაც ნიღ­ბით ისურ­ვა ჩა­წე­რა. სახე რომ ვაჩ­ვე­ნო, უკან როცა დავ­ბრუნ­დე­ბი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დევ­ნას და­მი­წყებ­სო. სხვა ვი­დე­ო­ებ­შიც ვე­რი­დე­ბო­დი მის გა­მო­ჩე­ნას, მაგ­რამ აქა-იქ გაკ­ვრით მა­ინც ჩანს.

გზა­ში წამ­და­უ­წუმ ურე­კავ­დნენ, ხან დედა, ხან უმ­ცრო­სი ძმა. მხო­ლოდ ჩემ­მა ძმამ იცის აქ რომ ვარ, ჩე­მებს პო­ლო­ნეთ­ში ვგო­ნი­ვარ სა­მუ­შა­ო­დო. როცა გავ­დი­ო­დით, ვი­ღა­ცას ხმო­ვა­ნი შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­უგ­ზავ­ნა, მა­პა­ტიე, ჩა­მე­ძი­ნა და ვერ და­გემ­შვი­დო­ბე, უკვე გავ­დი­ვარ­თო. გულ­ში გა­მე­ცი­ნა, გო­გოს გაც­ნო­ბა მო­უს­წრია-მეთ­ქი. ნი­კა­ლა­ევ­ში ერთ-ერთ ბა­ზა­ზე სარ­დაფ­ში ჩაგ­ვიყ­ვა­ნეს. მე ცალ­კე ოთა­ხი გა­მო­მიყ­ვეს. და­ნარ­ჩე­ნე­ბი ერ­თად მო­თავ­სდნენ. ჩემი ნა­თე­სა­ვი ჩემ­თან გად­მო­ვიყ­ვა­ნე. დაღ­ვრე­მი­ლი თვა­ლე­ბით მი­ყუ­რებ­და სა­ი­დი. შენც ჩვენ­თან და­წე­ქი-მეთ­ქი. არაო, მო­ე­რი­და. ახ­ლოს ვი­ყა­ვით რუ­სე­ბის კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ტე­რი­ტო­რი­ი­დან. ოპე­რა­ცია და­ი­გეგ­მა. დათო ხან მპირ­დე­ბო­და შეყ­ვა­ნას, ხა­ნაც - ვერ შე­გიყ­ვა­ნო. ჩემი საქ­მე მო­თა­ვე­ბუ­ლი მქონ­და და ბა­რემ წა­ვალ-მეთ­ქი.

ერთი უკ­რა­ი­ნე­ლი მე­ო­მა­რი მო­დი­ო­და და ოდე­სამ­დე გა­მოვ­ყე­ვი. სულ სამი დღე დავ­ყა­ვი ბი­ჭებ­თან. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში თით­ქმის სულ სა­ი­დის გვერ­დით ვი­ყა­ვი. მე­სა­მე დღეა, რაც მათ დავ­შორ­დი, დღეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი გა­ვი­გე. ქარ­თველ პარ­ტი­ზა­ნებს ერთი მო­უკ­ლეს და ხუთი და­უჭ­რე­სო. ოღონდ შენ არა-მეთ­ქი, ჩემს ნა­თე­სავს მივ­წე­რე. პა­სუ­ხი ჯე­რაც არ ჩანს. ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბი­დან გა­ვი­გე, რომ მოკ­ლუ­ლი სევ­დი­ან­თვა­ლე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ბიჭი, სა­ი­დია. და ახლა პირ­ვე­ლი, ვიდ­რე დე­და­მი­სი და­ი­ტი­რებს, მე ვტი­რი. ისე, რო­გორც 30 წლის წინ ნი­კუ­შა თურ­მა­ნა­ულს ვტი­რო­დი, ვიდ­რე მის სიკ­ვდილს დედა გა­ი­გებ­და. საიდ, ჩემო მა­მა­ცო აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლო, რო­მე­ლიც რუ­სე­თის სი­ძულ­ვილ­მა ჩა­მო­გიყ­ვა­ნა უკ­რა­ი­ნა­ში, ამ პოსტს არ დაგ­ჯერ­დე­ბი. ის­ტო­რი­ას და­ვუ­ტო­ვებ შენს სა­ხელს. იმ ქვეყ­ნად შეხ­ვედ­რამ­დე, ჩემო სევ­დი­ან­თვა­ლე­ბა ბიჭო!" - წერს ზა­ი­რა მი­ქა­ტა­ძე "ფე­ის­ბუქ­ში".