"ძალიან ცუდად ვარ... ახლა ისე მიჭირს როგორც არასდროს..." - რას წერს გივიკო დიდია - კვირის პალიტრა

"ძალიან ცუდად ვარ... ახლა ისე მიჭირს როგორც არასდროს..." - რას წერს გივიკო დიდია

საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი მომღერალი და ვლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მიუხედავად იმისა რომ არ მეტყობა , ძალიან ცუდად ვარ ჩემო მეგობრებო და წლებია საშინელ დეპრესიას ვებრძვი . ახლა ისე მიჭირს როგორც არასდროს , მაგრამ მაინც ბრძოლას მიჩვეული კაცი ვარ და მარტივად არ ვნებდები . მადლობა მინდა გითხრათ ყველას , ვისაც გულწრფელად გიყვარვართ და ერთი თბილი სიტყვის თქმა , რომ არ გენანებათ არასდროს . თქვენ მაძლევთ ძალას ყოველდღე . თქვენ მაგრძნობინებთ რომ გჭირდებით . ოჯახს გეფიცებით გაუცნობლად მეძვირფასებით და ძალიან გიფრთხილდებით უკვე ბევრი წელია ...

მაპატიეთ ჩემი გულწრფელობა . ხომ მიცნობთ სხვანაირად არ შემიძლია . ყოლიფერ საუკეთესოს , ჯანმრთელობას და ღვთის წყალობას გისურვებთ . სიყვარულით , გივიკო გაჯენჯილი", - წერს გივიკო დიდია.

27082022-1348-1661593726.12_REC.png