"სარფის სასაზღვრო პუნქტზე საქართველოში შესვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეებისთვის უარის თქმის შემთხვევები გახშირდა" - ტრაპიზონში რუსეთის საკონსულო - კვირის პალიტრა

"სარფის სასაზღვრო პუნქტზე საქართველოში შესვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეებისთვის უარის თქმის შემთხვევები გახშირდა" - ტრაპიზონში რუსეთის საკონსულო

სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტზე საქართველოში შესვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეებისთვის უარის თქმის შემთხვევები გახშირდა, - ამის შესახებ ტრაპიზონში რუსეთის ფედერაციის გენერალური საკონსულოს განცხადებაშია აღნიშული.

განცხადებაში, რომლითაც საკონსულო თურქეთში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს, აღნიშნულია, რომ ქართველი მესაზღვრეების უარი, როგორც წესი, არაფრით არ არის დასაბუთებული და არ ხდება უარის მიზეზების განმარტება.

„რუსეთის მოქალაქეებს შორის, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიაზე არ უშვებენ, არიან ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის მცხოვრებლები, ყირიმის რესპუბლიკის მცხოვრებლები, დონეკცისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მოქალაქეები, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ. ასევე მათ შორის არიან რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საკონსულოს მტკიცებით, მიმდინარე წლის აგვისტოში გენერალური საკონსულო თითქმის ყოველდღიურად აღრიცხავს საქართველოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევებს.

„გთხოვთ, გაითვალისწინოთ საქართველოსა და თურქეთის გავლით მოგზაურობის დაგეგმვისას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

IPN