"ხევში გადაიჩეხნენ... ორივე ერთმანეთზე უკეთესი ადამიანი იყო: უბოროტოები, კეთილშობილები" - რაჭაში, ავარიას ძმები ნიკა და თორნიკე გაგნიძეები ემსხვერპლნენ - კვირის პალიტრა

"ხევში გადაიჩეხნენ... ორივე ერთმანეთზე უკეთესი ადამიანი იყო: უბოროტოები, კეთილშობილები" - რაჭაში, ავარიას ძმები ნიკა და თორნიკე გაგნიძეები ემსხვერპლნენ

რა­ჭა­ში, ავა­რი­ას ძმე­ბი ნიკა და თორ­ნი­კე გაგ­ნი­ძე­ე­ბი ეს­ხვერ­პლნენ. ambebi.ge -სთან გარ­დაც­ვლი­ლი ძმე­ბის ახ­ლო­ბე­ლი აცხა­დებს, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლი ხევ­ში გა­და­ი­ჩე­ხა, რის შე­დე­გა­დაც ძმე­ბი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ, ხოლო მათი ბი­ძაშ­ვი­ლი გა­დარ­ჩა, თუმ­ცა მძი­მედ არის და­შა­ვე­ბუ­ლი.

"რა­ჭა­ში, ხევ­ში გა­დაც­ვივ­დნენ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის ქვეშ იყ­ვნენ. ორი­ვე ძმა ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. მან­ქა­ნა­ში ბი­ძაშ­ვი­ლიც ეჯ­დათ, ის გა­დარ­ჩა, მაგ­რამ მძი­მედ არის და­შა­ვე­ბუ­ლიო. ერთ-ერთი ძმა ჩემი სკო­ლე­ლი იყო, თან უბ­ნე­ლე­ბი. უფ­რო­სი ძმა 29 წალ­მდე იქ­ნე­ბო­და, უმ­ცრო­სი 26-ის იყო, რო­გორც მახ­სოვს. ორი­ვე ძმა ერ­თა­მენთზე უკე­თე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, უბო­რო­ტო, უკე­თილ­შო­ბი­ლე­ბი. უმ­ცროს ძმას ცოლი და ორი შვი­ლი დარ­ჩა" - ამ­ბობს ძმე­ბი გაგ­ნი­ძე­ე­ბის ახ­ლო­ბე­ლი.

გარ­დაც­ვლი­ლი ნიკა გაგ­ნი­ძე მომ­ღე­რა­ლი იყო. ტრა­გე­დი­ას ან­სამ­ბლი "დიდ­გო­რი“ გა­მო­ეხ­მა­უ­რა და სამ­ძიმ­რის წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"დიდ მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამთ ან­სამ­ბლ "ძი­რი­ა­ნის“ წევ­რის ნიკა გაგ­ნი­ძი­სა და მისი ძმის, თორ­ნი­კე გაგ­ნი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბა­ვია, რა­მაც ყვე­ლა შეგვძრა. ღმერ­თმა აცხო­ნოს ბი­ჭე­ბო თქვე­ნი სული. ვუ­სამ­ძიმ­რებთ ოჯახს, ძი­რი­ანს, რა­ჭას და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს...“, - წე­რია სამ­ძიმ­რის წე­რილ­ში.