მოსკოვში რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილის მანქანა დაიწვა - კვირის პალიტრა

მოსკოვში რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილის მანქანა დაიწვა

მოსკოვში, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, ევგენი სეკრეტარევის მანქანა დაიწვა. მედიის ინფორმაციით, BMW X6 ლენინგრადის გზატკეცილზე, სეკრეტარევის საცხოვრებელი კორპუსის ეზოში იყო გაჩერებული, რა დროსაც ცეცხლი გაუჩნდა.

გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ ჯიპი განზრახ დაწვეს. თვითმხილველების თქმით, მანქანის სიახლოვეს საეჭვო ქალი შენიშნეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დასტურდება თუ არა მომხდართან მისი კავშირი.

ევგენი სეკრეტარევი გენერალური შტაბის მე-8 განყოფილებაში მუშაობს. ის სამხედრო ცენზურაზეა პასუხისმგებელი.

IPN