ნიდერლანდებში, ერთ-ერთ დაბაში წვეულებაზე სატვირთო შევარდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები - კვირის პალიტრა

ნიდერლანდებში, ერთ-ერთ დაბაში წვეულებაზე სატვირთო შევარდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

ნიდერლანდებში, ერთ-ერთ დაბაში წვეულებაზე სატვირთო მანქანა შევარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაშავებულები.

შემთხვევის დროს სატვირთო მანქანა გზიდან გადავიდა და ღია ცის ქვეშ მოწყობილ წვეულებაზე შევარდა.

პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, დადასტურებულად ფლობენ ინფორმაციას ორი დაღუპულის შესახებ. მისივე თქმით, დიდია დაშავებულთა რაოდენობაც. ისინი კლინიკებში გადაიყვანეს.

ადგილზე სამედიცინო და სამაშველო სამსახურებია მობილიზებული.

IPN