საქართველოს ნაკრები იტალიასთან 84:91 დამარცხდა - კვირის პალიტრა

საქართველოს ნაკრები იტალიასთან 84:91 დამარცხდა

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრები ბრეშაში იტალიასთან 84:91 დამარცხდა. იტალიამ პირველი ტაიმი 5 ქულის სხვაობით მოიგო (43:38).

დასკვნითი მეოთხედის დასაწყისში მოწინააღმდეგის ლიდერმა გალინარიმ ტრავმა მიიღო, დარბაზი სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა, იტალიელებმა ოთხი სამქულიანი ჩააგდეს, მაკფადენმა ზედიზედ ორი სამიანით უპასუხა, ანგარიში გაათანაბრა, თუმცა, საბოლოოდ მაინც წავაგეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე 1-ელ სექტემბერს, თბილისში ბელგიასთან გამართავს.

IPN