მართლმადიდებელი სამყარო დღეს მარიამობას აღნიშნავს - კვირის პალიტრა

მართლმადიდებელი სამყარო დღეს მარიამობას აღნიშნავს

28 აგვისტოს, მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, მარიამობას აღნიშნავს.

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა აღევლინება.

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი -ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.