"მხარ­ზე მე­ტად სული მტკი­ვა" - რას წერს სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ლათ­ბურ­თო ნაკ­რების კა­პი­ტა­ნი სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"მხარ­ზე მე­ტად სული მტკი­ვა" - რას წერს სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ლათ­ბურ­თო ნაკ­რების კა­პი­ტა­ნი სოციალურ ქსელში?

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ლათ­ბურ­თო ნაკ­რებს კა­პი­ტა­ნი და ლი­დე­რი, თორ­ნი­კე შენ­გე­ლია ვერ და­ეხ­მა­რე­ბა.

თბი­ლი­სის ახალ სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში, მსოფ­ლი­ოს 2023 წლის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩე­ვი ციკლში, ნი­დერ­ლან­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თუ­ლი მატჩში შენ­გე­ლი­ამ ტრავ­მა მი­ი­ღო და თა­მა­შის გაგ­რძე­ლე­ბა ვე­ღარ შეძ­ლო.

კა­ლათ­ბურ­თე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც გულ­შე­მატ­კივ­რებს მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის."ყვე­ლას უდი­დე­სი მად­ლო­ბა მხარ­და­ჭე­რის­თვის, გვერ­დში დგო­მის­თვის და პო­ზი­ტი­უ­რი მე­სი­ჯე­ბის­თვის. ვერ გად­მოგ­ცემთ რა გრძნო­ბა მე­უფ­ლე­ბა, როცა ასეთ მხარ­და­ჭე­რას ვგრძნობ თგვენ­გან. იმ დღი­დან, როცა გა­ირ­კვა, რომ ევ­რო­ბას­კე­ტი ჩემს სახ­ლში ტარ­დე­ბო­და, ალ­ბათ არ­ცერთ დღეს ჩა­უვ­ლია ისე, რომ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე არ მე­ფიქ­რა.

თი­თო­ე­უ­ლი ჩემი ქმე­დე­ბა მი­მარ­თუ­ლი იყო იქით­კენ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად მზად შევ­ხვედ­რო­დი თა­მა­შებს და თქვე­ნი მო­ლო­დი­ნე­ბი გა­მე­მარ­თლე­ბი­ნა. მაგ­რამ სპორ­ტში, სხვა ბევრ და­დე­ბით­თან ერ­თად ასე­თი მო­მენ­ტე­ბიც ხში­რად დგე­ბა. მხარ­ზე მე­ტად სული მტკი­ვა, რომ ვერ შევ­ძლებ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის დახ­მა­რე­ბას ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­მენ­ტში და ვერ ვიდ­გე­ბი მო­ე­დან­ზე ჩემი ბი­ჭე­ბის გვერ­დით სა­ჭი­რო დროს.

თუმ­ცა, დღეს მშვი­დად ვარ, რად­გან ვიცი ჩვე­ნი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის და ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის ხა­სი­ა­თი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რთუ­ლი მო­მენ­ტე­ბი მათ მეტ მო­ტი­ვა­ცი­ას და ძა­ლას შე­მა­ტებს .ჩემ­ზე არ იდარ­დოთ, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ბევ­რჯერ ვყო­ფილ­ვარ და უფრო ძლი­ე­რიც დავ­ბრუ­ნე­ბულ­ვარ. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ მომ­ცა ბრძო­ლის უნა­რი და მეხ­მა­რე­ბა სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა­ში.

ახლა გთხოვთ, რომ ყვე­ლა თქვე­ნი პო­ზი­ტი­უ­რი ენერ­გია და მხარ­და­ჭე­რა ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის­კენ იყოს მი­მარ­თუ­ლი , პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბით გე­ტყვით, რომ თი­თო­ე­ულ გა­მამ­ხნე­ვე­ბელ შე­ძა­ხილს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.მხო­ლოდ ერ­თად, გუნ­დუ­რად შევ­ძლებთ დიდი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვას", - წერს თორ­ნი­კე შენ­გე­ლია.