თბილისში, იტალიურ ეზოში, სახლის აივანი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 74 წლის ქალი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

თბილისში, იტალიურ ეზოში, სახლის აივანი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 74 წლის ქალი გარდაიცვალა

თბილისში, ჩიქობავას ქუჩაზე არსებულ იტალიურ ეზოში, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის აივანი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 74 წლის ქალი გარდაიცვალა.

ადგილობრივების ცნობით, უბედური შემთხვევა ღამის 2 საათზე მოხდა.

როგორც ისინი აღნიშნავენ, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ ქალს უმძიმესი დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხა.

„დაახლოებით ღამის 2 საათი იქნებოდა, როდესაც გავიგეთ ძალიან დიდი ხმა. როდესაც გამოვვარდით, დავინახეთ, რომ აივანი გამოვარდნილი იყო და ქალბატონი ძალიან ცუდ მდგომარეობაში სისხლისგან იცლებოდა. ეს ქალბატონი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ცოცხალი იყო, მაგრამ ძალიან ძლიერი დაზიანებები ჰქონდა, რომ სამწუხაროდ გადარჩენის შანსი არ ჰქონდა“, - განაცხადა გარდაცვლილი ქალის ერთ-ერთმა მეზობელმა.