"ევროპარლამენტარებს თუ ჩვენთვის კარგი უნდოდათ ენერგოუსაფრთხოება უნდა ჩაეწერათ" - რას აცხადებს მეუფე იაკობი? - კვირის პალიტრა

"ევროპარლამენტარებს თუ ჩვენთვის კარგი უნდოდათ ენერგოუსაფრთხოება უნდა ჩაეწერათ" - რას აცხადებს მეუფე იაკობი?

ბოდბელი მიტროპოლიტის მეუფე იაკობის განცხადებით, ცუდი ეპისტოლეები ევროპაში და ამერიკაში დაიწყო.

როგორც მან ჟურნალისტების კითხვაზე, შეეფასებინა „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების განცხადებები, აღნიშნა, თუ წასული დეპუტატები, რაღაცას ამბობენ ამერიკის ელჩზე, ისევ წასულ დეპუტატებთან უნდა ჰქონდეს კითხვები ელჩს.

"ერთი რამ ვიცი, რომ ცუდი ეპისტოლე ევროპაში დაიწყო. ამერიკელების მხრიდან დაიწყო. შემდეგ კი შესაბამისი რეაქციები მოჰყვება ხოლმე იმ ქვეყანაშიც. ამიტომ, თავიდანვე როცა იწყება ასეთი რაღაცები, ნებისმიერ ქვეყანაში უნდა აღკვეთონ იქაც და აქაც. ამერიკელებთან ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. ამერიკასაც ნორმალური ურთიერთობა აქვს ჩვენს მიმართ. თუ წასული დეპუტატები, რაღაცას ამბობენ ისევ წასულ დეპუტატებს შეუძლია კითხოს ელჩმა“,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მისი თქმით, პოლარიზაციის შეწყვეტაზე მნიშვნელოვანი დღეს საქართველოში ყველაზე კარგი შერიგება იქნება.

მისივე თქმით, ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების პროცესში ეკლესიაც უნდა ჩაერთოს.

"ბალტიისპირეთი ახლა შესულია ევროკავშირში, ასევე ჩეხეთის ახალგაზრდა დეპუტატი გრიგოროვა,(მარკეტა) ლიეტუველები, პოლონელები. ისინი გვეუბნებიან თუ როგორ ვიცხოვროთ. ჯერ მათ იცხოვრონ, როგორც საჭიროა. არა თუ პოლარიზაციის შეწყვეტა, არამედ შერიგება იქნება ყველაზე კარგი , ყველას რომ შეგვეძლოს განვითარებაში მონაწილეობა. ჩვენს ამპარტავნებას უნდა გადავაბიჯოთ. ეკლესიაც უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. არ მინდა კონკრეტული ვინმე თამაშგარე მდგომარეობაში დარჩეს. ყველამ უნდა ვაშენოთ საქართველო.

ევროპარლამენტარებს თუ ჩვენთვის კარგი უნდოდათ ენერგოუსაფრთხოება უნდა ჩაეწერათ. ენერგოუსაფრთხოებაზე წინ ერთადერთი რამეს ვაყენებ - შერიგების პუნქტს, ამის მერე დანარჩენი 11 პუნქტი ჩემთვის მე-100 ხარისხოვანია. რასა (იუკნევიჩიენე) შემიცვლის ქვეყანაში სიტუაციას, თუ ვიღაც გრეგოროვა (მარკეტა)? ჩემთვის ვიღაცები არიან, როდესაც საქართველოს ეხებიან“,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

"ინტერპრესნიუსი"