"ის ჩვენს ხარჯზე ცხოვრობს ქვეყანაში, რომელსაც აგრესორს უწოდებს" - ვალერი მელაძის მოსკოვურ კლუბში გამოსვლამ პუტინის მომხრეები აღაშფოთა - კვირის პალიტრა

"ის ჩვენს ხარჯზე ცხოვრობს ქვეყანაში, რომელსაც აგრესორს უწოდებს" - ვალერი მელაძის მოსკოვურ კლუბში გამოსვლამ პუტინის მომხრეები აღაშფოთა

რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ, რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი ვა­ლე­რი მე­ლა­ძე, არ მა­ლავს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის აგ­რე­სი­ის გამო. მან ომის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში დაგ­მო რუ­სე­თის მოქ­მე­დე­ბა, რის შემ­დე­გაც რუ­სეთ­ში აკ­რძა­ლულ მუ­სი­კო­სე­ბი­სა და მსა­ხი­ო­ბე­ბის სი­ა­ში ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მოხ­ვდა. რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია წერ­და, მას კონ­ცერ­ტე­ბი გა­უ­უქ­მეს. მომ­ღე­რალ­მა სცე­ნი­დან წას­ვლა­ზეც კი გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა.

ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა­საც აპი­რებ­და.

რო­გორც ირ­კვე­ვა, მე­ლა­ძე ამ­ჟა­მად რუ­სეთ­შია და მოს­კო­ვის ერთ-ერთ კლუბ­ში იმ­ღე­რა. ამის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო "ტე­ლეგ­რამ­ში" გავ­რცელ­და.

რუსი პრო­პა­გან­დის­ტე­ბი მე­ლა­ძეს აკ­რი­ტი­კე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც რუ­სე­თის მოქ­მე­დე­ბებს გან­სჯის, ამ ქვე­ყა­ნა­ში გა­მოს­ვლის და ფუ­ლის შოვ­ნის უფ­ლე­ბა არ უნდა ჰქონ­დეს. "ის ჩვენს ხარ­ჯზე ცხოვ­რობს, ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­საც აგ­რე­სორს უწო­დებს", - წე­რენ პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის მომ­ხრე­ე­ბი.

ambebi.ge