დიდუბეში ერთ-ერთ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა - კვირის პალიტრა

დიდუბეში ერთ-ერთ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა

მეტროსადგურ „დიდუბესთან“, სავაჭრო ცენტრ ,,გორგია"-სთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე, ხანძარი გაჩნდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო დანაყოფები და ამ დროისათვის ცეცხლი უკვე ჩამქრალია.

"მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "გორგიას" საწყობი იწვის და გვსურს, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგაწოდოთ.

ხანძარი "გორგიას" მიმდებარედ, ერთ-ერთი კომპანიის საწყობში გაჩნდა და სწორედ აქედან მოხდა მისი გავრცელება საწყობის მცირე ნაწილზე

ხანძრის ლიკვიდირება რამდენიმე წუთში მოხდა გამომდინარე იქიდან, რომ "გორგიას" ყველა საწყობი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიების უახლესი სისტემებით, რაც უსაფრთხოების მაღალ დონეს განაპირობებს",- აღნიშნულია "გორგიას" მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ხვალიდან, ტრადიციულად, "გორგიას" ყველა ფილიალი ჩვეულებრივ განაახლებს მუშაობას.

IPN