მიხეილ სააკაშვილთან კლინიკა „ვივამედში“ ამერიკელი ექსპერტი შევიდა - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილთან კლინიკა „ვივამედში“ ამერიკელი ექსპერტი შევიდა

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა "ვივამედში" ამერიკელი სამედიცინო ექსპერტი ერიკ გოლდსმიტი მივიდა. მას მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, უახლოეს საათებში საქართველოში ასევე ჩამოვა შვეიცარიელი ექსპერტი, მომდევნო დღეებში კი ქვეყანაში კიდევ ორ ამერიკელ სამედიცინო ექსპერტს ელოდებიან.

უცხოელი სამედიცინო ექსპერტები კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილს მოინახულებენ და საქართველოში სულ მცირე 3 დღით დარჩებიან. უახლოეს დღეებში მათ დაგეგმილი აქვთ შეხვედრა ცენტრ „ემპათიის“ წარმომადგენლებთან და სააკაშვილის ოჯახის წევრებთან.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ორ სამედიცინო ექსპერტზე უწყებას თანხმობა გაცემული აქვს.

IPN