უკრაინელებმა რუსების „ურაგანი“ და „პანცირი“, ასევე 40-ზე მეტი ოკუპანტი გაანადგურეს - კვირის პალიტრა

უკრაინელებმა რუსების „ურაგანი“ და „პანცირი“, ასევე 40-ზე მეტი ოკუპანტი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთში რუსული “ურაგანის“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და „პანცირის“ საზენიტო-სარაკეტო სისტემა გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა 41 ოკუპანტი გაანადგურეს.

„მინუს 41 ოკუპანტი. ასევე განადგურებულია ორი უპილოტო საფრენი აპარატი, “ურაგანის“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და „პანცირის“ საზენიტო-სარაკეტო სისტემა. ასევე, თვითმავალი საარტილერიო დანადგარი "Нона-С" და 6 ერთეული ჯავშანმანქანა“, - აცხადებენ ოპერატიულ სარდლობაში.

მათივე ცნობით, უკრაინულმა თვითმფრინავმა რვა დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის საყრდენ პუნქტებს, მტრის ცოცხალ ძალას, იარაღსა და აღჭურვილობას ნოვოვოზნესენსკის, ბლაგოდატკას, ნოვოპეტროვკას, ლიუბომიროვკას, ივანოვკას, ვავილოვის ტერიტორიაზე.

IPN