"უკრაინელებმა ხერსონის ოლქში შეტევითი ოპერაციები დაიწყეს, ოკუპანტები ბრძოლის ველიდან გარბიან" - მედია - კვირის პალიტრა

"უკრაინელებმა ხერსონის ოლქში შეტევითი ოპერაციები დაიწყეს, ოკუპანტები ბრძოლის ველიდან გარბიან" - მედია

ხერსონის ოლქში რუსეთის საოკუპაციო ძალების ნაწილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ზეწოლის შედეგად, საკუთარ პოზიციებს ტოვებს და გარბის, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუბარია ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ 109-ე პოლკზე, რომელმაც პოზიციები დატოვა, ასევე რუს მედესანტეებზე, რომლებიც ბრძოლის ველიდან გაიქცნენ.

გავრცელებულ ვიდეოში ერთ-ერთი რუსი ჯარისკაცი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თავდაცვის პირველი ხაზი უკვე გაარღვიეს და რუსულ პოზიციებს ტანკების, არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით ბომბავენ.

IPN