ვოლოდიმირ ზელენსკიმ დემნა გვასალია უკრაინის მხარდაჭერისთვის დააჯილდოვა - კვირის პალიტრა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დემნა გვასალია უკრაინის მხარდაჭერისთვის დააჯილდოვა

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ "ბა­ლენ­სი­ა­გას" კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი, დემ­ნა გვა­სა­ლია ღირ­სე­ბის მე­სა­მე ხა­რის­ხი ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ვა.

შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა. დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, გვა­სა­ლი­ამ ჯილ­დო მი­ი­ღო "სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რი­სი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­მტკი­ცე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პი­რა­დი დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის, უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის­თვის და უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში შე­ტა­ნი­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლის­თვის“.

ღირ­სე­ბის III ხა­რის­ხის ორ­დე­ნით და­ჯილ­დოვ­დე­ბი­ან უკ­რა­ი­ნა­ში უცხო­უ­რი სა­ელ­ჩო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ცნო­ბი­ლი სა­ხელ­მწი­ფო, პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბი, ხე­ლო­ვა­ნე­ბი, მეც­ნი­ე­რე­ბი, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი და სხვა.