"უკრაინელებმა ხერსონის ოლქში HIMARS-ის სარაკეტო სისტემებით თითქმის ყველა დიდი ხიდი გაანადგურეს" - მედია - კვირის პალიტრა

"უკრაინელებმა ხერსონის ოლქში HIMARS-ის სარაკეტო სისტემებით თითქმის ყველა დიდი ხიდი გაანადგურეს" - მედია

უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში HIMARS-ის ტიპის საარტილერიო სარაკეტო სისტემებით თითქმის ყველა დიდი ხიდი გაანადგურეს და მხოლოდ ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებია დარჩენილი, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული ჯგუფი „კახოვკა“ იუწყება.

მათივე მტკიცებით, რუსეთის არმიას ყირიმის ტერიტორიიდან იარაღის გადატანისა და პერსონალის გადაყვანის შესაძლებლობა მოესპო.

„უკრაინისთვის ეს ტერიტორიების დაბრუნების ბრწყინვალე შანსია“, - აცხადებენ ოპერატიულ ჯგუფში.

IPN