უკრაინელმა მებრძოლებმა ხერსონის სიახლოვეს რუსი დამპყრობლებისგან 4 სოფელი გაათავისუფლეს - რა ინფორმაციას ავრცელებს CNN? - კვირის პალიტრა

უკრაინელმა მებრძოლებმა ხერსონის სიახლოვეს რუსი დამპყრობლებისგან 4 სოფელი გაათავისუფლეს - რა ინფორმაციას ავრცელებს CNN?

უკრაინელმა მებრძოლებმა ხერსონის სიახლოვეს რუსი დამპყრობლებისგან 4 სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN უკრაინის შეიარაღებულ ძალებში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ოპერაცია ღამით რუსული პოზიციების მასიური დაბომბვით დაიწყო. ახლა ჩვენ გავათავისუფლეთ 4 სოფელი. მათი დაცვის პირველი ხაზი სამ ადგილას გავარღვიეთ“, - განაცხადა წყარომ. წყაროს ცნობით, გათავისუფლებულია ნოვაია დმიტროვკა, არხანგელსკოე, ტომინა ბალკა და პრავდინო. მისივე თქმით, ბევრი ოკუპანტი ლიკვიდირებულია და ტყვედ არის აყვანილი, განადგურებულია ბევრი საბრძოლო ტექნიკა.

„ვნახავთ როგორ წავა შეტევა. ჩვენი მიზანი - ხერსონია“,- განაცხადა წყარომ.

"ინტერპრესნიუსი"