"დედა, სხვა ბავშვებს რომ აქვთ დაბადების დღე და მივდივართ გასართობ ცენტრში, მე არ მაქვსო?" - ნიკა ქაცარიძის მეუღლე შვილს დაბადების დღეს ულოცავს - კვირის პალიტრა

"დედა, სხვა ბავშვებს რომ აქვთ დაბადების დღე და მივდივართ გასართობ ცენტრში, მე არ მაქვსო?" - ნიკა ქაცარიძის მეუღლე შვილს დაბადების დღეს ულოცავს

რუსთაველის თეატრის გარდაცვლილი მსახიობის, ნიკა ქაცარიძის მეუღლე - ნინო ბერიძე შვილს - პატარა ლაზარეს დაბადების დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“დღეს დაიბადა დედას ვარსკვლავი, ოქროს ბიჭუნა და დედას იმედი, ეს ის დღეა, როცა ყველაზე ბედნიერი ვიყავი ამ პატარა კაცის დაბადებით. დედას მზის სხივი ცხოვრებას რომ მილამაზებს.

რამდენიმე დღის წინ მეკითხება -,,დედა, სხვა ბავშვებს რომ აქვთ დაბადების დღე და მივდივართ გასართობ ცენტრში, მე არ მაქვს დაბადების დღე?

და აი, დადგა ეს ბედნიერი დღე, მისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ბედნიერი ბავშვობა და მომავალი რომ ჰქონდეს. მინდა, ისეთი კაცური კაცი გავზარდო როგორიც მის მამიკოს უნდოდა. ბედნიერი და ჯანმრთელი იყავი ლაზარე უსაზღვროდ უყვარხარ დედას, რა ბედნიერებაა შენ რომ მყავხარ”- წერს მსახიობის მეუღლე.