"პატიებისთვის ძალისხმევაა საჭირო... ჰარიმ თქვა, რომ ამ ყველაფერს მისი და მამამისის ურთიერთობა შეეწირა" - მეგან მარკლის კიდევ ერთი სკანდალური ინტერვიუ და სექსუალური ფოტოსესია - კვირის პალიტრა

"პატიებისთვის ძალისხმევაა საჭირო... ჰარიმ თქვა, რომ ამ ყველაფერს მისი და მამამისის ურთიერთობა შეეწირა" - მეგან მარკლის კიდევ ერთი სკანდალური ინტერვიუ და სექსუალური ფოტოსესია

სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი­ნია მე­გან მარ­კლმა ამე­რი­კულ ჟურ­ნალ The Cut-ს ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა. ინ­ტერ­ვი­უ­ში მან პა­ტი­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა და ამ სა­კითხს მა­შინ შე­ე­ხო, რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტმა ნა­თე­სა­ვებ­თან და სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ჰკი­თხა.

"ვფიქ­რობ პა­ტი­ე­ბა ნამ­დვი­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გა­ცი­ლე­ბით უფრო მეტი ენერ­გი­აა სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ არ აპა­ტიო, თუმ­ცა პა­ტი­ე­ბის­თვის უდი­დე­სი ძა­ლის­ხმე­ვაა სა­ჭი­რო", - ამ­ბობს მე­გან მარ­კლი.

სა­მე­ფო ოჯახ­ზე სა­უბ­რი­სას სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი­ნია პრინც ჰა­რი­სა და პრინ ჩარლ­ზის ურ­თი­ერ­თო­ბა­საც შე­ე­ხო. "ჰა­რიმ მი­თხრა, - "მე ამ პრო­ცეს­ში მამა დავ­კარ­გე."

მე­გა­ნის ამ სი­ტყვებს ბრი­ტა­ნულ მე­დი­ა­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა და უკვე არა­ერ­თი სტა­ტია და­ი­წე­რა. რო­გორც პრინც ჩარლზ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი წყა­რო სა­ა­გენ­ტო PA-სთან სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, ჩარლ­ზი შე­წუ­ხე­ბუ­ლია იმის გა­გე­ბით, რომ მისი შვი­ლი "მათ ურ­თი­ერ­თო­ბას და­კარ­გუ­ლად თვლის."

"ჩარლზს ორი­ვე ვაჟი ძა­ლი­ან უყ­ვარს". გააგრძელეთ კითხვა