მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძარია - ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ავიაცია ჩაერთო - კვირის პალიტრა

მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძარია - ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ავიაცია ჩაერთო

მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ავიაციაც მონაწილეობს.

ცეცხლის კერა დასახლებიდან მოშორებით გაჩნდა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.