რიკოთზე სატვირთო მიკროავტობუსის და ტრაილერის შეჯახების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა - კვირის პალიტრა

რიკოთზე სატვირთო მიკროავტობუსის და ტრაილერის შეჯახების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა

რიკოთზე სატვირთო მიკროავტობუსი და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

IPN