"რუსეთმა ირანული წარმოების საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია მიიღო, მაგრამ ბევრი მათგანი გაფუჭებულია" - პენტაგონის პრესსპიკერი - კვირის პალიტრა

"რუსეთმა ირანული წარმოების საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია მიიღო, მაგრამ ბევრი მათგანი გაფუჭებულია" - პენტაგონის პრესსპიკერი

რუსეთმა თეირანიდან ირანული წარმოების საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია მიიღო, მაგრამ ბევრი მათგანი გაფუჭებულია,- ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა.

„სხვადასხვა ტიპის ასობით ირანული უპილოტო საფრენი აპარატის იმპორტი, სავარაუდოდ, რუსეთის გეგმების ნაწილია”, - აღნიშნა ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა. ამასთან, რაიდერი დასძენს, რომ არსებული სადაზვერვო ინფორმაციით, მოწყობილობამ „უკვე განიცადა მრავალი მარცხი“.

ცნობისთვის, ომში უკრაინაც და რუსეთიც დიდი რაოდენობით უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებენ როგორც თავდასხმისთვის, ასევე სადაზვერვო მიზნით.

IPN