უკრაინელებმა სამხრეთით 117 ოკუპანტი და 30-ზე მეტი ერთეული მტრის ტექნიკა გაანადგურეს - კვირის პალიტრა

უკრაინელებმა სამხრეთით 117 ოკუპანტი და 30-ზე მეტი ერთეული მტრის ტექნიკა გაანადგურეს

სამხრეთ საზღვრებზე უკრაინელმა სამხედროებმა მტერს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს - 117 ოკუპანტი და 30-ზე მეტი ერთეული ტექნიკა გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა "სამხრეთზე" დაყრდნობით ავრცელებს.

“დღის განმავლობაში უკრაინულმა სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა მოწინააღმდეგის ჯარების 4 სამეთაურო პუნქტსა და 4 სატრანსპორტო არტერიას - კახოვკის, დარევსკის და ანტონოვსკის ორ ხიდს დაარტყეს. დაზიანების ხარისხი მაქსიმალურად ზღუდავს მათ გამოყენებას”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საცეცხლე ამოცანების შესრულების შედეგად, მოწინააღმდეგის არმიამ დაკარგა : 117 ჯარისკაცი, 9 ერთეული T-72 ტიპის ტანკი, 3 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა „გრადი“, თვითმავალი ქვემეხი „Гиацинт-С“, თვითმავალი ჰაუბიცა "Мста", 18 ჯავშანმანქანა, საბრძოლო მასალის 4 საცავი ბაშტანსკის, ბერისლავსკის, კახოვკის და ხერსონის ტერიტორიებზე.

IPN