"ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე ორმხრივი საკითხები და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი განვიხილეთ" - კვირის პალიტრა

"ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე ორმხრივი საკითხები და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი განვიხილეთ"

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შესახებ წერს.

„პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში, ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს შევხვდი. განვიხილეთ მთელი რიგი ორმხრივი საკითხები და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი“, - წერს კულება „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა მიმდინარეობს.