"სალომე ზურაბიშვილი ცოტა თავისებური, ხასიათის ადამიანია" - კვირის პალიტრა

"სალომე ზურაბიშვილი ცოტა თავისებური, ხასიათის ადამიანია"

სალომე ზურაბიშვილი ხასიათის ადამიანია - ვერავინ იტყვის, რომ ვინმემ აიძულა ელჩის დანიშვნა, მაქსიმალურად დამოუკიდებელია გუნდისგან,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ირაკლი ზარქუას შეფასებით, პრეზიდენტმა სწორი და გონივრული გადაწყვეტილება მიიღო.

„ძალიან კარგია, პრეზიდენტმა ეტყობა გაანალიზა, გაითავისა და შემდეგ გააკეთა დასკვნა, რომ მიეღო ელჩების დანიშვნის გადაწყვეტილება, მათ შორის, გაეროში დავით ბაქრაძის დანიშვნის, რომელიც კომპეტენტური და ძალიან კვალიფიციურია. "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს"- ძალიან კარგი გამოთქმა გვაქვს. ქალბატონი სალომე ცოტა თავისებური ადამიანია, ხასიათის ადამიანია. ეტყობა მაშინ იმ ხასიათზე იყო და მგონია, რომ შეუფერებელი იყო მაშინ ის განცხადებები რაც გააკეთა დიპლომატების და განსაკუთრებუთ ბატონი დავითის მიმართ. თუმცა, შემდეგ მაინც გადაწყვიტა ხელი მოეწერა და დაენიშნა. ვერავინ იტყვის, რომ ვინმემ აიძულა, ქალბატონი სალომე, ის არის მაქსიმალურად დამოუკიდებელი გუნდისგან, თვითნებურად, თავად იღებს გადაწყვეტილებებს. ასე რომ, მივესალმოთ, მისასალმებელია სწორი და გონივრული ნაბიჯის გადადგმა,"- განაცხადა ზარქუამ.