"მოხერხდა მოქალაქის იდენტიფიცირება" - რას აცხადებენ ქუთაისის მერიაში ერთ-ერთ პარკში რუსეთის დროშის გამოფენის თაობაზე? - კვირის პალიტრა

"მოხერხდა მოქალაქის იდენტიფიცირება" - რას აცხადებენ ქუთაისის მერიაში ერთ-ერთ პარკში რუსეთის დროშის გამოფენის თაობაზე?

სო­ცი­ლა­ურ ქსელ­ში გან­ხილ­ვის თე­მად იქცა ქუ­თა­ის­ში, მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის პარ­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ქა­ლა­ქის მიერ რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დრო­შის გა­მო­ფე­ნის ფაქ­ტი. ამის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა ქა­ლა­ქის მე­რი­ა­მაც, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დრო­შის გან­თავ­სე­ბის გამო, ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა. იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნი, ვინც დრო­შა აღ­მარ­თა.

"ქუ­თა­ი­სის მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის პარ­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ქა­ლა­ქის მიერ რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დრო­შის გან­თავ­სე­ბის გამო, ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა. მო­ხერ­ხდა მო­ქა­ლა­ქის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. მის მი­მართ შედ­გე­ნილ იქნა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა ოქმი სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 150-ე მუხ­ლის 2 პრი­მა ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ჩა­დე­ნის­თვის.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს სხვა­დას­ხვა სა­ხის წარ­წე­რის, ნა­ხა­ტე­ბის, სიმ­ბო­ლო­ე­ბის თვით­ნე­ბუ­რად შეს­რუ­ლე­ბას ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის შე­ნო­ბა­თა ფა­სა­დებ­ზე, აგ­რეთ­ვე მათ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მათ შო­რის, ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თა და სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სა­ვალ ნა­წილ­ზე. ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი მოხ­და 29 აგ­ვის­ტოს, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მო­ქა­ლა­ქის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, რის შემ­დე­გაც გან­ხორ­ცი­ელ­და შე­სა­ბა­მი­სი ქმე­დე­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის მიერ. აქვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის პარ­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ და­უ­ყო­ნებ­ლივ მოხ­და ფაქ­ტის აღ­კვე­თა", - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ambebi.ge