სად ჩაირიცხნენ და რომელი პროფესიები აირჩიეს ცნობილი ადამიანების შვილებმა? - კვირის პალიტრა

სად ჩაირიცხნენ და რომელი პროფესიები აირჩიეს ცნობილი ადამიანების შვილებმა?

დღეს, ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა. გა­მოც­დე­ბი ჩა­ა­ბა­რეს ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შვი­ლებ­მაც.

ყო­ფი­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის, უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლის ვაჟ­მა 100%-იანი გრან­ტი მო­ი­პო­ვა.

"სტუ­დენ­ტის მამა გავ­ხდი, თან 100% გრან­ტი. თსუ ეკო­ნო­მი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა აი­სე­ტი (ISET), ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი. წარ­მა­ტე­ბე­ბი და­ჩის!“ - წერს ნა­ნუ­აშ­ვი­ლი.

Webster university-ში ჩა­ა­ბარა ნინო ჩხე­ი­ძის ერ­თა­დერ­თმა ქა­ლიშ­ვილ­მა, მა­რი­ამ კო­რა­ხაშ­ვილ­მა. "წარ­მა­ტე­ბე­ბი, დე...“ - წერს მომ­ღე­რა­ლი.

ეკა ბე­სე­ლი­ას ქა­ლიშ­ვილ­მა, ლიზი გუ­ბე­ლა­ძემ სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ზე შე­ა­ჩე­რა არ­ჩე­ვა­ნი.

"თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია, ფა­კულ­ტე­ტი ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რია და თე­ო­რია გი­ლო­ცავ სტუ­დენ­ტო­ბას ჩემო პრინ­ცე­სა ლიზა, გა­მი­ხარ­და, რომ ხე­ლოვ­ნე­ბის­კენ აიღე გეზი… მე მჯე­რა შენი და ვიცი, რომ ყვე­ლა­ფერს რაც კარ­გია, დი­დე­ბუ­ლია - შეძ­ლებ!“ - წერს ბედ­ნი­ე­რი დედა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

უკვე სტუ­დენ­ტია ლელა წურ­წუ­მი­ას და კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლის, იგი­ვე "მა­მუ­ლი­ჩას" შვი­ლიც. მა­რი­ამ მა­მუ­ლაშ­ვილ­მა სა­ხელ­მწი­ფო სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ა­ბა­რა. მომ­ღერ­ლის შვი­ლი დაზ­გურ ფერ­წე­რა­ზე ის­წავ­ლის. იხილეთ სრულად