"დასავლეთი განაგრძობს რუსეთზე უკანონო ზეწოლას, რასაც მოსკოვი მკაცრად უპასუხებს" - კვირის პალიტრა

"დასავლეთი განაგრძობს რუსეთზე უკანონო ზეწოლას, რასაც მოსკოვი მკაცრად უპასუხებს"

დასავლეთი განაგრძობს რუსეთზე უკანონო ზეწოლას, რასაც მოსკოვი მკაცრად უპასუხებს, მაგრამ არა ჩვენს საზიანოდ, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ეტაპობრივად, უკანონოდ ჩვენზე და სხვა ქვეყნებზე ზეწოლით, ჩვენ წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის მზადებით, დასავლეთი ძირს უთხრის მსოფლიო წესრიგის ყველა საფუძველს, რომელიც ეფუძნებოდა თავად დასავლეთის პროპაგანდას გლობალიზაციის პრინციპების შესახებ. ღია ბაზრები, თავისუფალი მეწარმეობა, სამართლიანი კონკურენცია, უდანაშაულობის პრეზუმფცია - ეს ყველაფერი ერთ წუთში წაიშალა. ჩვენ ამას მკაცრად ვუპასუხებთ, მაგრამ არა ჩვენს საზიანოდ", - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ არავის გაუუქმებია და არ გააუქმებს ურთიერთგაგების პრინციპს.

„როდესაც გამოცხადებულია უკანონო სანქციები, ჩვენ ვმოქმედებთ რამდენიმე მიმართულებით. პირველ რიგში, ჩვენ ვპასუხობთ, მაგრამ არა დაუფიქრებლად, როგორც ამას ჩვენი დასავლელი კოლეგები აკეთებენ უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მათ უფრო მეტს აზიანებს, ვიდრე ჩვენ. ჩვენ ამას ვაკეთებ ისე, რომ ჩვენსავე ფეხებს არ ვესროლოთ და თავი არ დავიზიანოთ“, - განაცხადა ლავროვმა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთი ასევე „ახორციელებს ქვეყნების მობილიზებას, რომლებიც იცავენ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, რათა დაუპირისპირდნენ ასეთ ქმედებებს".

"მე უკვე ვახსენე გაეროს წესდების დასაცავად მეგობართა ჯგუფის შექმნა. განცხადებებსა და პრაქტიკულ ნაბიჯებს შორის, რაც მან უკვე გადადგა, არის ცალმხრივი სანქციების წინააღმდეგობის თემა. ჩვენი ინიციატივით, სპეციალური მომხსენებლის პოსტი უკანონო ცალმხრივი ზომების წინააღმდეგ საბრძოლველად უკვე შეიქმნა გაეროს ფარგლებში უნივერსალურ საფუძველზე“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"