თეა წუ­ლუ­კი­ანს სა­სა­მარ­თლო დავა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­დან უკა­ნო­ნოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა კი­დევ ერ­თმა პირ­მა მო­უ­გო - კვირის პალიტრა

თეა წუ­ლუ­კი­ანს სა­სა­მარ­თლო დავა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­დან უკა­ნო­ნოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა კი­დევ ერ­თმა პირ­მა მო­უ­გო

თეა წუ­ლუ­კი­ანს სა­სა­მარ­თლო დავა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­დან უკა­ნო­ნოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა კი­დევ ერ­თმა პირ­მა მო­უ­გო.

ად­ვო­კა­ტი ვახ­ტანგ ბა­რა­მაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მად, მო­სა­მარ­თლემ გა­ა­უქ­მა კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის 2021 წლის 1 ივ­ლი­სის ბრძა­ნე­ბა, მე­ო­რე კა­ტე­გო­რი­ის უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლის­ტის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ. სა­სა­მარ­თლომ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლის აღ­დგე­ნა და­ა­ვა­ლა.

"სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს წი­ნა­აღ­მდეგ ერთ-ერთი შრო­მი­თი დავა წარ­მა­ტე­ბით და­ვას­რუ­ლეთ სა­ქა­ლა­ქო­ში. მო­სა­მარ­თლე ბაია ოტი­აშ­ვილ­მა სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა მო­სარ­ჩე­ლის არ­გუ­მენ­ტა­ცია და ყვე­ლა მო­თხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა", - წერს ად­ვო­კა­ტი.

კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს და­ე­კის­რა სამსსა­ხურ­ში აღ­დგე­ნის შემ­დეგ, თა­ნამ­შრო­მელს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბამ­დე, ყო­ველ­თვი­უ­რი გა­ნაც­დუ­რი აუ­ნა­ზღა­უ­როს.

"ინტერპრესნიუსი"