"არც ერთ რუსულ სახელმწიფო ტელეარხს არ უნდა მიეცეს უფლება გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირის ტერიტორიაზე" - კვირის პალიტრა

"არც ერთ რუსულ სახელმწიფო ტელეარხს არ უნდა მიეცეს უფლება გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირის ტერიტორიაზე"

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა, აკრძალოს როგორც რუსული სახელმწიფო ტელეარხები, ასევე აღნიშნულ მედიებში მომუშავე პროპაგანდისტები.

"არც ერთი რუსული პროპაგანდისტი არ უნდა დარჩეს ევროკავშირის ტერიტორიაზე. არც ერთ რუსულ სახელმწიფო ტელეარხს არ უნდა მიეცეს უფლება გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირის ტერიტორიაზე", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პრაღაში „ფორუმი 2000-ის“ ღონისძიებაზე ვირტუალური გამოსვლისას.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ მარტში, გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელმა უწყებამ „Ofcom“-მა რუსეთის მთავრობის კუთვნილი ტეელარხის „RT“-ის ბრიტანული მაუწყებლობის ლიცენზია გააუქმა.

"ინტერპრესნიუსი"