"მინ­და ყვე­ლამ იცო­დეს, რომ არ­სად წას­ვლას არ ვა­პი­რებ "მთა­ვა­რი" არ ჩაქ­რე­ბა, ვი­საც არ უნდა უნ­დო­დეს" - რას წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია? - კვირის პალიტრა

"მინ­და ყვე­ლამ იცო­დეს, რომ არ­სად წას­ვლას არ ვა­პი­რებ "მთა­ვა­რი" არ ჩაქ­რე­ბა, ვი­საც არ უნდა უნ­დო­დეს" - რას წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია?

"მთა­ვა­რი არ­ხის“ ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნებ­ლის, ნიკა გვა­რა­მი­ას გან­ცხა­დე­ბით, ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ ის სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბას არ გეგ­მავს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გვა­რა­მი­ას გან­ცხა­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში“ მის გვერ­დზე გავ­რცელ­და. გვა­რა­მი­ას გან­მარ­ტე­ბით, ის არც პა­სი­უ­რი მეთ­ვალ­ყუ­რის როლ­ში ყოფ­ნას არ აპი­რებს.

"რო­გორც გა­ვი­გე, ხმებს აცირ­კუ­ლი­რებს სუს-იც და "კე­თი­ლის­მსურ­ვე­ლე­ბიც", რომ - გა­მო­ვალ და წა­ვალ სა­ზღვარ­გა­რეთ; - მა­ნამ­დე ვერ გა­მო­ვალ, სა­ნამ "მთა­ვა­რი არხი" არ ჩაქ­რე­ბა, ამი­ტო­მაც, არ­ხის ჩაქ­რო­ბას ვა­პი­რებ.

მინ­და ყვე­ლამ იცო­დეს, რომ არ­სად წას­ვლას არ ვა­პი­რებ "მთა­ვა­რი" არ ჩაქ­რე­ბა, ვი­საც არ უნდა უნ­დო­დეს ეს და რის­თვი­საც არ უნდა იყოს ეს სა­ჭი­რო. ჩემ­თვის "მთა­ვარ­ზე" მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არც ვინ­მეა სა­ქარ­თვე­ლო­ში და არც არა­ნა­ი­რი მი­ზა­ნია მას­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლი.

ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ ვე­რაფ­რით ვეხ­მა­რე­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ას, მაგ­რამ რაც კი შე­საძ­ლე­ბე­ლია აქე­დან გა­ვა­კე­თო, ყვე­ლა­ფერს ვცდი­ლობ და მთა­ვა­რი - "მთა­ვა­რი" არც მარ­ტო მე გა­მიხ­სნია და, მით უმე­ტეს, მარ­ტო მე ვერ და არ დავ­ხუ­რავ. "მთა­ვა­რი" მა­ყუ­რებ­ლის და მისი გუნ­დის სა­კუთ­რე­ბაა და არა ჩემი, ან ვინ­მე სხვა ინ­დი­ვი­დის, თუ ჯგუ­ფის.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს გეგ­მებს, ჩემი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ (როცა დად­გე­ბა ეს მო­მენ­ტი): რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნე, სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბა ნამ­დვი­ლად არ შე­დის ამ გეგ­მებ­ში, არც პა­სი­უ­რი მეთ­ვალ­ყუ­რის როლ­ში ყოფ­ნა”, -წერს გვა­რა­მია.