დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული 1 წლამდე ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა - კვირის პალიტრა

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული 1 წლამდე ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული 1 წლამდე ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის კლინიკაში განუცხადეს.

დიდი დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება გამთენიისას მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოჯახის 3 წევრი დაშავდა. დაშავებულები, ნიგერიის მოქალაქეები არიან.

ამასთან, ადგილობრივების ცნობით, აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ბინა და ადგილზე მდგომი მანქანები.