"ბრაიტონზე ვცხოვრობ, სადაც ბევრი ქართველია. კარტოფილის ხინკალმა ბევრის ინტერესი გამოიწვია..." - კვირის პალიტრა

"ბრაიტონზე ვცხოვრობ, სადაც ბევრი ქართველია. კარტოფილის ხინკალმა ბევრის ინტერესი გამოიწვია..."

გიორგი მღებრიშვილის ამერიკული ოცნება და ქართველი შეფის ხინკალი ამერიკაშიგიორგი მღებრიშვილი ამერიკაში ახლახან ჩავიდა, როგორც ამბობს, ოცნების ასასრულებლად. საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის რესტორნებში მზარეულად მუშაობის 7-წლიანი გამოცდილების შემდეგ, გადაწყვიტა, მისთვის საყვარელი საქმე ნიუ-იორკში ბიზნესად ექცია და ყველაფერი ნულიდან დაეწყო. ამ ეტაპზე გიორგი ყველა მსურველს რამდენიმე სახეობის ხინკალს სთავაზობს და თითოეულს ხელით ახვევს. აღნიშნული კერძის რამდენიმე ვარიაციამ მოკლე ხანში მიიქცია ყურადღება (იმ დღეს როცა ვსაუბრობდით, 160 ცალი ხინკლის შეკვეთა უკვე ჰქონდა და სავარაუდოდ, კიდევ ექნებოდა). როგორ გაიტაცა კულინარიამ, რა საფეხურების გავლამ მოუწია დღემდე, როგორია ამერიკაში მისი დღევანდელობა? - ამ და მეტ დეტალს, ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ძალიან დაბალი საფეხურიდან დავიწყე, მეტიც, ერთგან 3 თვე უხელფასოდ ვიმუშავე, შემდეგ კი ნელ-ნელა, საფეხურ-საფეხურ მაღლა ავედი და დღეს უკვე თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ ქართული სამზარეულო იდეალურად ვიცი და ვაკეთებ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს..."

2-copy-1662014273.jpg

"ამერიკაში წასვლაზე ყოველთვის ვოცნებობდი. როგორც ბევრისთვის ცნობილია, აქ ყველა ადამიანი, ვინც მონდომებულია, ახერხებს სურვილების რეალიზებას, დასახული მიზნებისა და წარმატების მიღწევას. ამჟამად ვცხოვრობ ბრუკლინში. მუშაობა დავიწყე ერთ-ერთ რესტორანში, მაგრამ პირობები არ მომეწონა და წამოვედი. შემდეგ რამდენიმე რესტორანში დავრეკე, მაგრამ რაც შემომთავაზეს, იმ ხელფასზე მუშაობა არ მიღირდა, ამიტომ გადავწყვიტე საქმე დამოუკიდებლად გამეკეთებინა..."

5-1662014327.jpg

"ბრაიტონზე ვცხოვრობ, სადაც ბევრი ქართველია, უმთავრესად შეკვეთები ამ და გარშემო რაიონებიდანაა. ახლახან ნიუ-ჯერსიდანაც ჩამოვიდნენ, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. რაც შეეხება სახეობას, ვამზადებ ქალაქურს (ღორისა და საქონლის შერეული ხორცით), მწვანე ისპანახი ყველით, რომელის ცომსაც ასეთივე ფერი აქვს. სხვათა შორის, არ მეგონა, თუ ასეთ ყურადღებას მიიქცევდა, მაგრამ ძალიან გემრიელი გამოდის. ასევე ვამზადებ ხინკალს ყველით, სოკოთი და კარტოფილით. როგორც ჩანს, ეს უკანასკნელი ბევრ ადამიანს უყვარს, რადგან კარტოფილის ხინკალმა ბევრის ინტერესი გამოიწვია..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 1-ლი აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

ანა კალანდაძე