ხაშურელი მილიონერები - ვინ არიან, რა ქონებას ფლობენ და რა აკავშირებთ ხელისუფლებასთან? - კვირის პალიტრა

ხაშურელი მილიონერები - ვინ არიან, რა ქონებას ფლობენ და რა აკავშირებთ ხელისუფლებასთან?

"ხა­შუ­რე­ლი ოლი­გარ­ქე­ბის" შე­სა­ხებ სტა­ტია qartli.ge -მ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ­ლი­და­ნაც გა­ვი­გეთ, რომ ხა­შურს, სულ ცოტა, სამი ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ლი­ო­ნე­რი ჰყო­ლია. გა­დავ­წყვი­ტეთ უფრო სა­ფუძ­ვლი­ა­ნად გა­დაგ­ვე­ხე­და მათი ქო­ნე­ბის­თვის, ვი­ნა­ი­დან სა­მი­ვე სხვა­დას­ხვა დროს სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში იყო და არის, ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის პოვ­ნა რთუ­ლი არ ყო­ფი­ლა.

ლე­ვან გამ­რე­კე­ლი - ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლო­ში თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლი - ოთხგზის პარ­ლა­მენ­ტა­რი და ზაალ დუ­გ­ლა­ძე - ხა­შუ­რი-ქა­რე­ლის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი.

ლე­ვან გამ­რე­კელს დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მხო­ლოდ მე­უღ­ლე მა­რი­კა მე­ტი­ვიშ­ვი­ლი ჰყავს მი­თი­თე­ბუ­ლი. ფლობს ავ­ტო­მო­ბილს MERCEDES G CLASS, რო­მე­ლიც 2021 წელს 50 000 ათას დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

ის შე­ზღუ­დუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა შპს "ლე-გა სა­ქარ­თვე­ლოს" 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლია, რომ­ლი­და­ნაც 2021 წელს, შე­მო­სავ­ლის სა­ხით 1 208 349,56 ლარი მი­ი­ღო.

ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში კი 30 0000 ლარი და­ხარ­ჯა.

შთამ­ბეჭ­და­ვია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხა­შუ­რე­ლი დე­პუ­ტა­ტის, ზაალ დუ­გ­ლა­ძის ქო­ნე­ბაც.

რო­გორც ირ­კვე­ვა, მას ბიზ­ნე­სი ძი­რი­თა­დად მეღ­ვი­ნე­ო­ბა­ში აქვს, 2021 წელს დე­პო­ზიტ­ზე ჰქონ­და 380 000 დო­ლა­რი და 170 000 ლარი, ხოლო და­მა­ტე­ბით, შე­მო­სავ­ლის სა­ხით მი­ი­ღო 350 000 ლარი. მარ­ტი­ვი გა­ან­გა­რი­შე­ბით, დო­ლა­რის დღე­ვან­დე­ლი კურ­სით, ეს თან­ხა ჯამ­ში შე­ად­გენს 1 მლნ 600 000 ლარს.

ამას გარ­და, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად დუ­გ­ლა­ძე ფლობს ბი­ნებს და მი­წის ნაკ­ვე­თებს. მე­უღ­ლის სა­კუ­თა­რე­ბა­შია ასე­ვე ავ­ტო­მან­ქა­ნა MERCEDES GLE, რო­მელ­შიც 2021 წელს 250 000 ლარი გა­და­უხ­დია. გააგრძელეთ კითხვა