"ნებისმიერი ქმედება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის დნესტრისპირეთში ჩვენი ჯარისკაცების უსაფრთხოებას, განიხილება, როგორც თავდასხმა რუსეთზე, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთში, როდესაც ჩვენს სამშვიდობოებს თავს დაესხა სააკაშვილი" - კვირის პალიტრა

"ნებისმიერი ქმედება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის დნესტრისპირეთში ჩვენი ჯარისკაცების უსაფრთხოებას, განიხილება, როგორც თავდასხმა რუსეთზე, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთში, როდესაც ჩვენს სამშვიდობოებს თავს დაესხა სააკაშვილი"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მოლდოვას აფრთხილებს, რომ დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში რუსი სამხედროების უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა მოსკოვთან სამხედრო დაპირისპირების რისკს ქმნის.

„ყველას უნდა ესმოდეს, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის [დნესტრისპირეთში] ჩვენი სამხედროების უსაფრთხოებას, საერთაშორისო სამართლის მიხედვით განიხილება, როგორც თავდასხმა რუსეთზე, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთში, როდესაც ჩვენს სამშვიდობოებს თავს დაესხა სააკაშვილი“, - აღნიშნა ლავროვმა.

დნესტრისპირეთი საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც მოლდოვას ნაწილი, მაგრამ 1992 წლიდან სეპარატისტული ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა. რუსეთს დაახლოებით 1500 ჯარისკაცი ჰყავს დნესტრისპირეთში განლაგებული და მას „სამშვიდობო“ ძალას უწოდებს. მოსკოვი აცხადებს, რომ მისი არმია დნესტრისპირეთში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად იმყოფება, მოლდოვას კი რუსული ძალების საკუთარი ტერიტორიიდან გაყვანა სურს.

IPN