"ტყუილად მეგონა, რომ მედიცინა სასწაულებს ახდენს ამ ეპოქაში…" - რას წერს დათი ქოქრაშვილის დედა? - კვირის პალიტრა

"ტყუილად მეგონა, რომ მედიცინა სასწაულებს ახდენს ამ ეპოქაში…" - რას წერს დათი ქოქრაშვილის დედა?

შარ­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე ავა­რი­ი­სას დაშ­ვე­ბუ­ლი დათი ქოქ­რაშ­ვი­ლის დედა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­თის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის თა­ო­ბა­ზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"დღეს და­თი­კო გვყავ­და კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე მსოფ­ლი­ო­ში ერ­თერთ წამ­ყვან რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ცენ­ტრ ლე­ვინშტე­ინ­ში. სა­ბო­ლო­ოდ გა­დაგ­ვი­წუ­რეს იმე­დი პრო­თე­ზის და­ყე­ნე­ბა­ზე… იმპლან­ტის ჩად­გმაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ფი­ზი­კუ­რად არა­ფე­რია რაზე უნდა მი­მაგრდე­სო. არც ამათ ჰქო­ნი­ათ მსგავ­სი შემ­თხვე­ვა,ისე­ვე რო­გორც გერ­მა­ნი­ა­ში გვი­თხრეს მო­რი­დე­ბით. არ­სად წე­რია, არ­სად გვის­წავ­ლია და არ ვი­ცით, რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დე­სო. დაჯ­დო­მაც პრობ­ლე­მაა რად­გან ში­ნა­გან ორ­გა­ნო­ებს არა­ფე­რი იცავს და შე­იძ­ლე­ბა და­ზი­ან­დე­სო… ტყუ­ი­ლად მე­გო­ნა, რომ მე­დი­ცი­ნა სას­წა­უ­ლებს ახ­დენს ამ ეპო­ქა­ში…არა­და, და­თი­კო დღე­ებს ით­ვლი­და ტრანსფორ­მე­რო­ბამ­დე".

ambebi.ge