ლეონარდო დიკაპრიოს ახალი სკანდალური სიყვარული - ვინ არის 22 წლის უკრაინელი ლამაზმანი და რა აკავშირებს მას კადაფის ოჯახთან (ფოტო) - კვირის პალიტრა

ლეონარდო დიკაპრიოს ახალი სკანდალური სიყვარული - ვინ არის 22 წლის უკრაინელი ლამაზმანი და რა აკავშირებს მას კადაფის ოჯახთან (ფოტო)

ორი დღის წინ, მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი რო­მა­ნის შემ­დეგ, ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო 25 წლის შეყ­ვა­რე­ბულს, კა­მი­ლა მო­რო­ნეს და­შორ­და. მე­დი­ა­ში ხუმ­რო­ბენ, რომ ამე­რი­კელ მსა­ხი­ობს არ უყ­ვარს 25 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ქა­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და მათ "და­ბე­რე­ბის­თა­ნა­ვე“ ემ­შვი­დო­ბე­ბა.

კა­მი­ლას­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ კი­ნო­ვარ­სკვლა­ვი ახალ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. უცხო­უ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლეო ივ­ლის­ში, სენ-ტრო­პე­ში იახ­ტა­ზე სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცულ შავგვრე­მან ლა­მაზ­მან­თან ერ­თად გა­ერ­თო.

maria4-1662036827.png

ქალი 22 წლის უკ­რა­ი­ნე­ლი ბლო­გე­რი მა­რია ბე­რე­გო­ვა აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან და­შორ­და ქმარს, 30 წლის აჰ­მედ მა­სუდ აბ­დელ­ჰა­ფიდს.

მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, დი­დძა­ლი ქო­ნე­ბის პატ­რო­ნია, რო­მე­ლიც მარ­თავს მო­დის იმ­პე­რი­ას მო­ნა­კო­ში, მისი ბა­ბუა კი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გახ­ლდათ დიქ­ტა­ტო­რი მო­ა­მარ კა­და­ფის მთავ­რო­ბა­ში. აჰ­მედ მა­სუდ აბ­დელ­ჰა­ფი­დის ბა­ბუა კა­და­ფის ხე­ლის­მომ­კი­დეც კი ყო­ფი­ლა ქორ­წილ­ში.

maria3-1662036827.png

მა­სუდ აბ­დელ­ჰა­ფიდს ლი­ბი­ის დიქ­ტა­ტო­რის, კა­და­ფის "მარ­ჯვე­ნა ხელ­სა“ და "მო­სი­ა­რუ­ლე ენ­ციკ­ლო­პე­დი­ას“ უწო­დე­ბენ. მას შემ­დეგ რაც კა­და­ფი მოკ­ლეს, მა­სუდ უფ­რო­სი კა­ი­რო­ში გა­იქ­ცა, სა­დაც 2015 წელს ავად­მყო­ფო­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა ბე­რე­გო­ვას, ის შვე­ი­ცა­რი­ა­ში გა­ი­ზარ­და, სწავ­ლობ­და კერ­ძო სკო­ლა-ინ­ტერ­ნატ­ში, ამ­ჟა­მად ლონ­დონ­ში ცხოვ­რობს.

maria-1662036826.jpg

maria2-1662036826.jpg

სხვა­თა შო­რის, აჰ­მე­დის უფ­რო­სი ძმა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო ბიზ­ნეს­მენ პა­ველ ფუქ­სის ქა­ლიშ­ვილ­ზე, ანას­ტა­სი­ა­ზე, რო­მელ­საც The Daily Mail-მა "გლა­მუ­რუ­ლი რუსი" უწო­და. მათი ქორ­წი­ნე­ბაც გან­ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და... (წყარო)

maria5-1662036828.jpg