ბესლანის ტრაგედია: შტურმი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და ტერაქტში ქართული კვალის ძიება - კვირის პალიტრა

ბესლანის ტრაგედია: შტურმი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და ტერაქტში ქართული კვალის ძიება

ბეს­ლან­ში (ჩრდი­ლო­ეთ ოსე­თი) მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტი­დან 18 წელი გა­ვი­და. იმ დღეს სკო­ლებ­ში სწავ­ლა და­ი­წყო, მათ შო­რის ბეს­ლა­ნის #1 სა­ჯა­რო სკო­ლა­შიც, სა­დაც მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად მათი მშობ­ლე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და სწავ­ლის და­წყე­ბას სა­ზე­ი­მოდ აღ­ნიშ­ნავ­დნენ. მო­უ­ლოდ­ნე­ლად სკო­ლის შე­ნო­ბას რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნა მი­უ­ახ­ლოვ­და. მა­ლე­ვე ნიღ­ბი­ან­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა მა­მა­კა­ცებ­მა და ქა­ლებ­მა (ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2 ქალი იყო), რომ­ლებ­საც შა­ჰი­დის ქამ­რე­ბი ეკე­თათ, ცე­ცხლი გახ­სნეს. და­ახ­ლო­ე­ბით 50-მდე ბავ­შვმა გაქ­ცე­ვა მო­ას­წრო. ხოლო ისი­ნი, ვინც ეზო­ში დარ­ჩნენ, მოს­წავ­ლე­ე­ბი, მშობ­ლე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი ტე­რო­რის­ტებ­მა მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს და და­ახ­ლო­ე­ბით 1128 ბავ­შვი და ზრდას­რუ­ლი სკო­ლის შე­ნო­ბა­ში შე­იყ­ვა­ნეს. მძევ­ლებ­მა ორ­დღე­ნა­ხე­ვა­რი გა­ა­ტა­რეს სიკ­ვდი­ლის ში­შით - შიმ­ში­ლის, წყურ­ვი­ლის, სი­ცხის პი­რო­ბებ­ში.

შე­ნო­ბა­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე ტე­რო­რის­ტებ­მა ყვე­ლა გა­სას­ვლელ­თან ბა­რი­კა­დე­ბი აა­გეს და კა­რე­ბი ჩა­ხერ­გეს. დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში კი მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე არ გა­მო­დი­ოდ­ნენ. სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის უც­ნო­ბი იყო მათი მო­თხოვ­ნე­ბი. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბავ­შვე­ბი სკო­ლის სპორ­ტულ დარ­ბაზ­ში შე­იყ­ვა­ნეს და იქა­უ­რო­ბა და­ნაღ­მეს. მშობ­ლე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი კი ცალ­კე და­ა­ტყვე­ვეს.

და­ნაღ­მუ­ლი იყო სკო­ლის შე­მო­გა­რე­ნი. შე­ნო­ბის ყვე­ლა ფან­ჯა­რას­თან ტე­რო­რის­ტებ­მა ცო­ცხალ ფა­რად ბავ­შვე­ბი და­ა­ყე­ნეს. წე­რილ­ში, რო­მე­ლიც ფან­ჯრი­დან გად­მო­აგ­დეს, ეწე­რა, რომ ბავ­შვე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ ჩეჩ­ნე­თი­დან რუ­სუ­ლი ჯა­რის გა­მოყ­ვა­ნას ითხოვ­დნენ. მო­თხოვ­ნებ­ში მოხ­ვდა ჩრდი­ლო ოსე­თის იმ­ჟა­მინ­დელ პრე­ზი­დენ­ტთან ალექ­სან­დრე ზა­სო­ხოვ­თან, ინ­გუ­შე­თის ხელ­მძღვა­ნელ­თან მუ­რატ ზი­ა­ზი­კოვ­თან და ბავ­შვთა გა­და­უ­დე­ბე­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­თან ლე­ო­ნიდ რო­შალ­თან შეხ­ვედ­რა. ასე­ვე ითხოვ­დნენ იმ "ბო­ე­ვი­კე­ბის" გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რომ­ლე­ბიც ინ­გუ­შეთ­ში სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ ობი­ექ­ტებ­ზე თავ­დას­ხმის გამო ჰყავ­დათ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი იმა­ვე წლის 21-22 ივ­ნისს.

1-ელ სექ­ტემ­ბერს და­ახ­ლო­ე­ბით 16:00 სა­ათ­ზე სკო­ლის შე­ნო­ბა­ში ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ის­მა, მაგ­რამ რა მოხ­და, დღემ­დე უც­ნო­ბია.

სა­ღა­მოს ტე­რო­რის­ტე­ბი შტაბს და­უ­კავ­შირ­დნენ და წყა­ლი და სას­მე­ლი მო­ი­თხო­ვეს.

ბეს­ლან­ში ექი­მი ლე­ო­ნიდ რო­შა­ლი ჩა­ვი­და და ტე­რო­რის­ტებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და­ი­წყო, მაგ­რამ სკო­ლის შე­ნო­ბა­ში საკ­ვე­ბი­სა და წყლის შე­ტა­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. მე­ო­რე დღეს 26 ადა­მი­ა­ნი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მათ შო­რის 11 ქალი და 15 ბავ­შვი იყო. ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა - თვე­ნა­ხევ­რის, ყვე­ლა­ზე დიდი კი 8 წლის იყო.

"ჩვე­ნი უმ­თავ­რე­სი ამო­ცა­ნა ახლა მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ ვიხ­სნათ და გა­და­ვარ­ჩი­ნოთ მძე­ვალ­თა სი­ცო­ცხლე", - მომ­ხდარ­ზე პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა 2 სექ­ტემ­ბერს გა­ა­კე­თა.

გააგრძელეთ კითხვა