ტემპერატურამ შესაძლოა 40 გრადუსს გადააჭარბოს - როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში? - კვირის პალიტრა

ტემპერატურამ შესაძლოა 40 გრადუსს გადააჭარბოს - როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში?

3 სექტემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 40 გრადუსს გადააჭარბოს.

4 სექტემბრიდან საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, რის გამოც დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა.

"ინტერპრესნიუსი"