"ტე­ლე­ვარ­სკვლავ­მა კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ის ცაზე უბ­რა­ლოდ ად­გი­ლი შე­იც­ვა­ლა" - რას წერს ნიკა მელია ვანო ჯავახიშვილისა და "მთავარი არხის" უთანხმოებაზე - კვირის პალიტრა

"ტე­ლე­ვარ­სკვლავ­მა კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ის ცაზე უბ­რა­ლოდ ად­გი­ლი შე­იც­ვა­ლა" - რას წერს ნიკა მელია ვანო ჯავახიშვილისა და "მთავარი არხის" უთანხმოებაზე

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რი, ნიკა მე­ლია "მთა­ვა­რი არ­ხი­დან" ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი­სა და მისი გუნ­დის წა­მოს­ვლის სა­კითხს და ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით არხსა და ჯა­ვა­ხიშ­ვილს შო­რის არ­სე­ბულ უთან­ხმო­ე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა.

მე­ლია ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილს მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს და შე­სა­ბა­მის პოსტს "ფე­ის­ბუქ­ში", ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს."რაც არ უნდა მტკინ­ვე­უ­ლი იყოს ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის და მისი გუნ­დის წას­ვლა გინ­და მთა­ვა­რი არ­ხის­თვის, რო­მელ­საც წარ­მა­ტე­ბებს და გამ­ძლე­ო­ბას ვუ­სურ­ვებ და გინ­დაც მისი ერ­თგუ­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის, ამ გუნ­დის ასე ერთი ხე­ლის მოს­მით გა­წირ­ვა, მო­ღა­ლა­ტედ გა­მო­ცხა­დე­ბა, სა­ლან­ძღა­ვი ეპი­თე­ტე­ბით შემ­კო­ბა და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი იარ­ლი­ყე­ბის მიკვრა - რბი­ლად რომ ვთქვათ გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლია!

ნე­ბის­მი­ე­რი არხს, ბრენ­დს, კომ­პა­ნი­ას ქმნი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც და­უ­ღა­ლა­ვად მუ­შა­ო­ბენ- ბრენ­დის იდე­ა­სა და იდენ­ტო­ბა­ზე.მათ მად­ლო­ბას უნდა ვუხ­დი­დეთ გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მი­სათ­ვის და წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ­დეთ, რო­დე­საც საქ­მი­ა­ნო­ბის ერთი თავი იხუ­რე­ბა და ახა­ლი იწყე­ბა.

არა­და, თუ კარ­გად გა­ვი­აზ­რებთ, ტრა­გი­კუ­ლი არც არა­ფე­რი მომ­ხდა­რა - გუნ­დმა ერთი კრი­ტი­კუ­ლი ტე­ლე­არ­ხი­დან, მე­ო­რე, ასე­ვე კრი­ტი­კულ ტე­ლე­არხზე გა­და­ი­ნაც­ვლა.

ფი­გუ­რა­ლუ­რად, რომ ვთქვათ, ტე­ლე­ვარ­სკვლავ­მა კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ის ცაზე უბ­რა­ლოდ ად­გი­ლი შე­იც­ვა­ლა, მშრა­ლად რომ ვთქვათ - პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­მა სამ­სა­ხუ­რი შე­იც­ვა­ლეს, მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი მრწამ­სის შე­უც­ვლე­ლად. სულ ესაა.

ჩემი მხარ­და­ჭე­რა - ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილ­სა და მის გუნდს", - წერს ნიკა მე­ლია.