"გაზპრომმა" „ჩრდილოეთის ნაკადით“ ევროპას გაზის მიწოდება სრულად შეუწყვიტა? - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია? - კვირის პალიტრა

"გაზპრომმა" „ჩრდილოეთის ნაკადით“ ევროპას გაზის მიწოდება სრულად შეუწყვიტა? - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია?

დღეს საღამოს, რუსულმა "გაზპრომმა“ გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადზე“ არსებული გაუმართაობის გამო, ევროპას გაზის მიწოდება სრულად შეუწყვიტა,- აღნიშნულ ინფორმაციას "რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

კომპანია სოციალურ ქსელში წერს, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების დროს საკომპრესორო სადგურზე, გაზსაქაჩ აგრეგატზე, ზეთის გაჟონვა დაფიქსირდა.

"გამოვლენილი დარღვევების გამო, აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობის შესახებ „გაზპრომმა“ უკვე გაუგზავნა წერილი Siemens Energy AG-ის პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს, კრისტიან ბრუჩს.

"ჩრდილოეთის ნაკადი“ რუსეთიდან ევროპაში გაზის მიწოდების ძირითადი მარშრუტია, რომელიც ივნისის შუა რიცხვებიდან შეზღუდვებით მუშაობს, 20 ივლისიდან კი მისი დატვირთვა 20 %-ს შეადგენს.

"ინტერპრესნიუსი"